საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
  • fb
  • y
  • fli
  • tw
  • +995 032 2 723535
  • საქართველოს თავდაცვის
    სამინისტრო
  • Ministry of Defence of
    Georgia

დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო პროგრამები

თავდაცვის სამინისტროში, 2008 წლის აგვისტოს საბრძოლო მოვლენების დროს  და საერთაშორისო მისიებში მძიმედ დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით  განხორციელდა/ხორციელდება შემდეგი პროექტები:

 

 ფიზიკური გარემოს ადაპტირება და თავისუფალი გადაადგილება

მოეწყო პანდუსები თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის, გენერალური შტაბისა და თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე არსებული კლუბის შესასვლელებთან, ასევე საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე და მოქალაქეთა მისაღებში.

გორის დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე მოეწყო 15 პანდუსი; ასევე გაკეთდა ტროტუარების პანდუსები.

ქუთაისის მე-3 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე მოეწყო ყაზარმის პანდუსი. კოჯორში, სამხედრო ქალაქ № 7-ის ტერიტორიაზე მოეწყო ასასვლელი პანდუსი.

მარნეულის საავიაციო ბაზის ტერიტორიაზე მოეწყო პანდუსები ლაზარეთსა და ყაზარმაში.  

თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში და დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის ტერიტორიაზე, ასევე, ქუთაისის მე-3 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ყაზარმაში,  მოეწყო სპეციალურად ადაპტირებული სველი წერტილი.

გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის შესასვლელ ტერიტორიაზე იგეგმება პანდუსის, ხოლო ცენტრალურ მისაღებში ე.წ. ლიფტ-პანდუსის მოწყობა.

 

საცხოვრებელი ფართების ადაპტირება და მოწყობა

2013 წელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 46 სამხედრო მოსამსახურეს გადაეცა საცხოვრებელი ფართი, აქედან  31 ადაპტირებული ბინა (გარემონტებული და შესაბამისად მოწყობილი). 2014 წელს ბინის გადაცემის რეკომენდაცია (1 ადაპტირებული ბინის მოთხოვნით) გაეწია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 13 სამხედრო მოსამსახურეს. 10 მათგანს გამოეყო დროებითი საცხოვრებელი ფართი ქ. გორში.

 

პროთეზირების და რეაბილიტაციის ცენტრი

თავდაცვის სამინსტრო, ამპუტირებულ სამხედრო მოსამსახურეებს უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე პროტეზებითა და  რეაბილიტაციით. 

აღნიშნული მიზნით,   მიმდინარეობს რეაბილიტაციისა და პროთეზირების ცენტრის შექმნა თბილისში (ქ. თბილისი, კედიას N7), რომელზეც მუშაობს როგორც საქართველოს, ასევე ამერიკის მხარე. ცენტრი ნაწილობრივ ამოქმედდა 2014 წლის შემოდგომიდან. ცენტრში შესაძელებელია მუხლსქვედა პროთეზების წარმოება, წინა საპროთეზო და პროთეზის შემდგომი რეაბილიტაცია, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით შეიქმნილი ამპუტირებულთა რეაბილიტაციის მულტიდისციპლინარული გუნდის (IDART) მიერ.  ცენტრის სრული რეკონსტრუქცია და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა დასრულდება 2016 წლის ბოლოს.

 

პროტეზირების პროგრამა

2013 წლის 26 დეკემბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და  ამერიკულ კორპორაციას „Peter Harsch Prosthetics“ შორის გაფორმდა კონტრაქტი, რომლის საფუძველზეც სამხედრო მოსამსახურეებს ამპუტირებული კიდურებით, დაუმზადდებათ გერმანული კომპანია „Ottobock“-ის მიერ წარმოებული უახლესი ტექნოლოგიების პროტეზები (მიოელექტრო ხელის პროთეზები და ბიონიკური X-3 მუხლის პროტეზები).   პროტეზირების პროგრამა გაიარა ISAF-ის, OIF-ის სამშვიდობო მისიებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში მძიმედ დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, რომელთაც აქვთ ზედა კიდურების, ბარძაყის დონეზე ცალმხრივი და ორმხრივი ამპუტაცია. კონტრაქტით გათვალისწინებულია ამერიკელი სპეციალისტების მიერ, 3 წლის განმავლობაში, წელიწადში ორჯერ  პროტეზების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება.

 

წეროვანის სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციის ცენტრი

საომარ მოქმედებებში და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის დროს დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრებს შესაძლებლობა აქვთ რეაბილიტაციის კურსი წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრში გაიარონ, სადაც მათი კომფორტისთვის ყველა საჭირო პირობაა შექმნილი.  

სამხედრო მოსამსახურეები, ოჯახის წევრებთან ერთად, ეტაპობრივად გადიან 10 დღიან რეაბილიტაციისა და დასვენების კურსს. ცალკეული სამედიცინო ბატალიონის მედ- პერსონალი  უზრუნველყოფს მათ 24 საათიან სადღეღამისო სამედიცინო მომსახურებას, რეგულარულად უტარდება ფსიქოლოგთა კონსულტაცია. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო პროფილის ექიმის ადგილზე გამოძახებაც.

წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრის ტერიტორიაზე მოწყობილია რეაბილიტაციის კურსისთვის საჭირო სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტი და კეთილმოწყობილი სასადილო. 2014 წლის სექტემბერში დასრულდა არსებული შენობა ნაგებობების ადაპტირება შშმ პირთათვის, მოეწყო ბავშვთა გასართობი მოედანი. 

2015 წლიდან იგეგმება სპორტული კომპლექსის მშენებლობა.

Print