საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
  • fb
  • y
  • fli
  • tw
  • +995 032 2 723535
  • საქართველოს თავდაცვის
    სამინისტრო
  • Ministry of Defence of
    Georgia

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, თავდაცვის მინისტრის საპარლამენტო მდივანი

ბესიკ ლოლაძე

დაბადების თარიღი:  10 მარტი, 1975   

 

 

  

განათლება:

1992-1997 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვალიფიკაცია - იურისტი, სპეციალობა - სამართალმცოდნე, კონსტიტუციური სამართალი;

1998-2001 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ასპირანტურა სამართლის თეორიისა და კონსტიტუციური სამართლის კათედრაზე;      

2002-2003 პოტსდამის უნივერსიტეტის მუნიციპალურ მეცნიერებათა ინსტიტუტი სამეცნიერო კვლევა: „ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა“; 

2011 მაქს-პლანკის ინსტიტუტი საზღვარგარეთული საჯარო სამართლისა და საერთაშორისო სამართლისათვის სამეცნიერო კვლევა სამართლებრივი სახელმწიფოს საკითხებზე;

2011-2015   პოტსდამის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, პრომოცია თემა: „სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი საქართველოს კონსტიტუციასა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში“ სამეცნიერო ხარისხი: სამართლის დოქტორი

 

 სამუშაო გამოცდილება: 

1998 საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საჯარო სამართლის დეპარტამენტი, მრჩეველი;      

1998-1999    საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

1999-2000    საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი;     

2000    საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობისა და სახელმწიფო რეესტრის წარმოების დეპარტამენტის უფროსი;

2000-2001   საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ნორმატიული აქტების რეგისტრაციისა და ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი;

2001   საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, თავმჯდომარის თანაშემწე;

2001-2003    საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი;

2003-2004    საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, აპარატის უფროსი;

2004/I სემესტრი   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, მოწვეული მასწავლებელი, სალექციო კურსი მუნიციპალურ სამართალში;

2004-2005    საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

2005-2006    საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;

2006-2010    საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, თავმჯდომარის მოადგილე;

2011-2014    პოტსდამის უნივერსიტეტის მუნიციპალურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, მოწვეული მეცნიერ-თანამშრომელი;

2014  შპს „ორიენტ ლოჯიკი“, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფების კოორდინატორი;

2014-2015    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სასწავლო კურსი - სამართლებრივი სახელმწიფო - მდგომარეობა, პრობლემები, პერსპექტივები.

2014-2015   გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, ძირითადი უფლებების კურსი

 

უცხო ენები:   გერმანული, რუსული, ინგლისური

ოჯახური მდგომარეობა:  მეუღლე და ერთი შვილი

Print