საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
  • fb
  • y
  • fli
  • tw
  • +995 032 2 723535
  • საქართველოს თავდაცვის
    სამინისტრო
  • Ministry of Defence of
    Georgia

ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება ალიანსის მიერ საქართველოსთვის შემოთავაზებული „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის" შესავალი ნაწილის გასაჯაროების შესახებ. მასში ნათლად არის აღნიშნული როგორც პაკეტის მიზანი, - დაეხმაროს ქვეყანას ალიანსში გაწევრიანებისთვის მზადებაში, ისე საქართველოს ასპირანტი ქვეყნის სტატუსი. [აღნიშნული პასუხს სცემს უელსის სამიტის შემდეგ გაჟღერებული კომენტარებს საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის სტატუსის დაკარგვასთან დაკავშირებით]

არაოფიციალური თარგმანი

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი

პრეამბულა

1. 2014 წლის 25 ივნისის შეხვედრაზე მოკავშირე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ საქართველოსთვის „არსებითი პაკეტის" შემუშავების თაობაზე. პაკეტში განსაზღვრული ზომების მიზანია საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლება, რაც დაეხმარება საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისათვის მომზადებაში, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებებისა და ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის შესაბამისად.

2. აღნიშნული პაკეტი მუშავდება და ხორციელდება ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, რომელსაც აქვს ცენტრალური როლი ბუქარესტის სამიტზე დაწყებული პროცესის ზედამხედველობაში, რათა დაეხმაროს საქართველოს წევრობისთვის მზადებაში. საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, ასახავს ამ პაკეტის ელემენტებს თავის შემდგომ წლიურ ეროვნულ პროგრამებში.

3. მოკავშირეებს ეძლევათ რეკომენდაცია საქართველოსთვის ორმხრივი დახმარების აღმოჩენისას მხედველობაში მიიღონ პაკეტში განსაზღვრული ზომები.

Print