საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
  • fb
  • y
  • fli
  • tw
  • +995 032 2 723535
  • საქართველოს თავდაცვის
    სამინისტრო
  • Ministry of Defence of
    Georgia

 ვახტანგ კაპანაძე

 გენერალური შტაბის უფროსი

 სამხედრო წოდება: გენერალ-მაიორი


 დაბადებისთარიღი: 1960 წლის 17 აგვისტო


განათლება:



1978-1983 თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტი გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობა - ოკეანოლოგია;

1996 -1997 ჯ.მარშალის სახელობის სამხედრო ბიუჯეტის დაგეგმარებისა და უსაფრთხოების კოლეჯი (გერმანია) წარჩინებით;

1998-1999 უკრაინის ეროვნული სამხედრო აკადემია 
ოპერატიულ-ტაქტიკური ფაკულტეტი ოქროს მედლით;

2002-2003 აშშ-ის სახმელეთო ძალების ომის წარმოების კოლეჯი;
2013 აშშ-ის საზღვაო სამაგისტრო სკოლა,  თავდაცვის სფეროში გადაწყვეტილების მიღების სააღმსრულებლო პროგრამის კურსი
2014 წ. - მიენიჭა სამხედრო მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი; დისერტაციის თემა: "სამხედრო ხიდების განვითარების ეტაპები და მათი გამოყენების ხელოვნება საქართველოში"



სამუშაო გამოცდილება:



1983-1990 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი; კასტროლოგია-სპელეოლოგიის ლაბორატორია, მეცნიერ-მუშაკი;

1990-1991 საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე;

1991-1992 ავღანეთის ვეტერანთა ბატალიონის შტაბის უფროსი;

1992 სპეციალური დაზვერვის ბატალიონის მეთაური;

1993-1995 საქართველოს გენერალური შტაბის საჯარისო დაზვევრის სამმართველოს განყოფილების უფროსი;

1995-1999 დაზვევრის მთავარი სამმართველოს საჯარისო დაზვერვის სამმართველოს უფროსი;

1999-2001 საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-11 მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური;

2001-2002 საქართველოს გენერალური შტაბის J-2 დაზვევრის დეპარტამენტის უფროსი;

2003-2004 საქართველოს გენერალური შტაბის სახმელეთო ძალების (სწრაფი რეაგირების ძალების) შტაბის უფროსი; 

2004-2005 საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი;

2005-2006 საქართველოს პრეზიდენტის სამხედრო მრჩეველი;

2006 აფხაზეთის მთავრობის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი;

2006 აფხაზეთის მთავრობის მინისტრის მოადგილე;

2007 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი;

2007-2008 სრულუფლებიანი და საგანგებო დესპანი პოლონეთის რესპუბლიკაში;

2008-10.2012 საქართველოს საგარეო დაზვევრის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე.
2012-2013 საქართველოს გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე.




სამეცნიერო საქმიანობა:



საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამხედრო ქვეკომისიის წევრი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების და აშშ სახმელეთო ძალების ომის წარმოების კოლეჯის „ღირსების დარბაზის“ საპატიო წევრი; 

გამოქვეყნებული აქვს 10-ზე მეტი სამეცნიერო სტატია გეოგრაფიასა და სამხედრო საქმეში; 

ორი სამხედრო-ისტორიული შინაარსის ნაშრომის რედაქტორი.

ჯილდოები:



ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
II ხარსიხის მედალი უმწიკვლო სამსახურისთვის
მედალი საბრძოლო იარისთვის
I ხარისხის მედალი უმწიკვლო სამსახურისთვის
აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის საპატიო მედალი
საქართველოს ეროვნული დაზვერვის საპატიო ნიშანი
დანიის შიდა გვარდიის მედალი უმწიკვლო სამსახურისთვის 


ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და ორი შვილი
ენები: ინგლისური, რუსული

Print