საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
  • fb
  • y
  • fli
  • tw
  • +995 032 2 723535
  • საქართველოს თავდაცვის
    სამინისტრო
  • Ministry of Defence of
    Georgia

საქართველოს მონაწილეობა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე ევროკავშირის სამხედრო ოპერაციაში (EUFOR RCA)

2014 წლის 20 იანვარს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს, ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში (CSDP), ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში (EUFOR RCA) სამხედრო ოპერაციის დაწყება გადაწყდა. ოპერაცია  გაეროს უშიშროების საბჭოს # 2134 რეზოლუციის შესაბამისად ხორციელდება და მიზნად ისახავს ქვეყანაში გაზრდილი ძალადობის აღმოფხვრას.  მისია  2014 წლის მაისში დაიწყო და მისი ხანგრძლივობა 6 თვით განისაზღვრა.  სექტემბერში, ევროკავშირის მხარემ  მისია 2015 წლის 15 მარტამდე გააგრძელა.

2014 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე ოპერაციაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვეითი ასეულის მონაწილეობის შესახებ. 2014 წლის ივნისში, ქართულმა მხარემ 6 თვით ოპერაციაში მონაწილეობის მიზნით 156 სამხედრო მოსამსახურე გააგზავნა (ნაკრები ასეული, სიდიდით მეორე კონტინგენტი ფრანგული ქვედანაყოფის შემდეგ) და შესაბამისი ტექნიკა (ქართული ქვედანაყოფის სტრატეგიული გადასროლა უზრუნველყო გაერთიანებულმა სამეფომ და შვედეთის სამეფომ, ლოგისტიკური მხარდაჭერა (განთავსება, კვება, ა.შ.) - საფრანგეთის რესპუბლიკამ. ქართული ასეულის ძირითად ამოცანას წარმოადგენდა დედაქალაქ ბანგის აეროპორტის დაცვა.

ადგილზე არსებული მდგომარეობის და პარტნიორი ქვეყნების თხოვნის გათვალისწინებით,  ქართულმა მხარემ  გადაწყვეტილება მიიღო ორი ოცეულის მისიაში გადასროლის თაობაზე.  2014 წლის დეკემბერში ადლიის ცალკეული ბატალიონის გაძიერებული ასეული მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრებმა ასეულმა როტაციის წესით ჩაანაცვლა. ქართულ კონტინგენტ  ქ. ბანგის ორი სექტორის პატრულირება დაევალა. მისია  2015 წლის 3 მარტს დასრულდა.

EUFOR RCA-ის მისიისთვის ქართული დანაყოფები წვრთნებს საქართველოში გადიოდნენ. გადასროლისწინა სწავლება  პატრულირებას, საკონტროლო გამშვები პუნქტების მოწყობას, ბაზის დაცვასა და სამოქმედო არეალში უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითვალისწინებდა.  

Print