საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
  • fb
  • y
  • fli
  • tw
  • +995 032 2 723535
  • საქართველოს თავდაცვის
    სამინისტრო
  • Ministry of Defence of
    Georgia

საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და საგარეო პოლიტიკური და უსაფრთხოების ამოცანების შესრულების მიზნით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ინტენსიურად თანამშრომლობს ნატოსთან და პარტნიორ ქვეყნებთან, ავითარებს ორმხრივ ურთიერთობებს ახალ პარტნიორებთან.

თანამშრომლობა მიზნად ისახავს  შემდეგი ძირითადი მიზნების მიღწევას:

• საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების განათლება

• ინსტიტუციონალურ რეფორმების მხარდაჭერა

• თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლება

• ნატოსთან თავსებადობის გაზრდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობს 21 ქვეყანასთან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, ჩეხეთი, შვედეთი, დანია, ნორვეგია, უნგრეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდოვა.

2014 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა ესპანეთის, იტალიის, ნიდერლანდების, ალბანეთის, სლოვაკეთისა და ხორვატიის თავდაცვის სამინისტროებთან ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების მიზნით.

საქართველოს თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებები დადებული აქვს 22 ქვეყანასთან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი,  იტალია, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, პოლონეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, სომხეთი, უკრაინა, ჩეხეთი, ყაზახეთი, უნგრეთი,  დანია, სლოვაკეთი, მოლდოვა, თურქეთი, უზბეკეთი.

მიმდინარეობს მუშაობა 7 ქვეყანასთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებების პროექტებზე: გერმანია, შვედეთი, ალბანეთი, იაპონია, ნიდერლანდები, ესპანეთი, ავღანეთი.

2014 წელს დაიწყო სამმხრივი სამხედრო თანამშრომლობა საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის და 2015 წელს იგეგმება შესაბამისი ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება.

Print