საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
  • fb
  • y
  • fli
  • tw
  • +995 032 2 723535
  • საქართველოს თავდაცვის
    სამინისტრო
  • Ministry of Defence of
    Georgia

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში სამხედრო და სამოქალაქო პირთა ცოდნის დონის შეფასება ინგლისურ ენაში ხორციელდება ნატო STANAG 6001 კრიტერიუმების მიხედვით შედგენილი ტესტით, რომელიც განკუთვნილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბისა და შეიარაღებული ძალების იმ სამხედრო და სამოქალაქო პირებისთვის, რომლებმაც მონაწილეობა უნდა მიიღონ ნატოსა და PfP (პარტნიორობა მშვიდობისათვის) წვრთნებსა და ტრენინგებში, საერთაშორისო მისიებსა და ოპერაციებში; აგრეთვე საერთაშორისო საგანმანათლებლო ინსტიტუტებში სასწავლებლად ან მრავალეროვნულ შტაბებში სამუშაოდ წარსაგზავნი პირებისთვის. გარდა ამისა, ტესტი უტარდებათ ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ვაკანტურ თანამდებობაზე საკონკურსო წესით შესარჩევ კანდიდატებს. 
STANAG 6001 წარმოადგენს ნატოს სტანდარტების მიხედვით ენის ცოდნის შეფასების ერთიან კრიტერიუმს, რომელიც შემუშავდა ენის საერთაშორისო საკოორდინაციო ბიუროს (BILC) მიერ 1976 წელს და დღემდე ინარჩუნებს მასზე საავტორო უფლებას. 
STANAG 6001 კრიტერიუმების მიხედვით შედგენილი ტესტი კანდიდატების მიერ ინგლისური ენის რეალურ სიტუაციებში გამოყენების უნარის და მისი ზოგადი ცოდნის საზომია. ტესტი ემყარება ნატოს STANAG 6001 მე-4 გამოცემის აღწერილობებს 1, 2, 3 დონეებისთვის ოთხივე უნარში: მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა და წერაში. ტესტირება ტარდება ბეჭდური (არაელექტრონული) ფორმით. გამოცდას ატარებს საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნებისა და განათლების სარდლობის ინგლისური ენის ტესტირებისა და შეფასების ჯგუფი. 

დანართი

Print