საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
  • fb
  • y
  • fli
  • tw
  • +995 032 2 723535
  • საქართველოს თავდაცვის
    სამინისტრო
  • Ministry of Defence of
    Georgia
27 ივლისი 2016

საველე წვრთნები „სორტას“ საწვრთნელ ბანაკში

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეული ათეულის სექტორებში შეფასების საველე წვრთნებს გადის. წვრთნები „სორტას“ საწვრთნელ ბანაკში მიმდინარეობს და მასში 113 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.

ხუთდღიანი სწავლების ფარგლებში „ალფა“ ასეულის სამხედრო მოსამსახურეები წვრთნებს რამდენიმე მიმართულებით გადიან. მათ შორის არის გადაადგილება და საველე ბანაკში განთავსება, დაუგეგმავი ჩასაფრების მოწყობა, ტაქტიკური გადაადგილება, თავდაცვითი პოზიციების დაკავება, არაპირდაპირ ცეცხლზე რეაგირება და კონტაქტიდან გამოსვლა.

სწავლების მიზანი ათეულის დონეზე ტაქტიკური უნარ-ჩვევების დახვეწა, საბრძოლო თვისებების გამომუშავება, სტანდარტული სამოქმედო პროცედურების დახვეწა და განვითარებაა.

23-ე ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ათეულის სექტორებში შეფასების წინა მოსამზადებელი წვრთნები 2 თვის განმავლობაში გაიარეს. 23-ე ქვეითი ბატალიონის ასეულები ათეულის სექტორებში შეფასების წვრთნებს ეტაპობრივად გადიან.

საველე წვრთნების შეფასებას 23-ე ბატალიონის სერტიფიცირებული დამკვირვებელ-მაკონტროლებლები ახორციელებენ. „ალფა“ ასეულის სამხედრო მოსამსახურეები წვრთნებს 50-კილომეტირანი მარშით დაასრულებენ.

Print