საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
  • fb
  • y
  • fli
  • tw
  • +995 032 2 723535
  • საქართველოს თავდაცვის
    სამინისტრო
  • Ministry of Defence of
    Georgia
25 ივლისი 2016

გენერალური შტაბის უფროსი EUCOM-ის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე კონფერენციაზე

საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა  ვახტანგ კაპანაძემ  ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის (EUCOM)  პროგრამის -  „პარტნიორობა   ქვეყნებს შორის“ ფარგლებში მიმდინარე კონფერენციაში  მიიღო მონაწილეობა.  კონფერენცია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ  გარმიშ-პარტენკირხენში  გაიმართა და მას ამერიკის ევროპული სარდლობის  პარტნიორი ქვეყნების შტაბების უფროსები დაესწრნენ.

კონფერენცია ორი დღის განმავლობაში გაგრძელდა.

ღონისძიების ფარგლებში  ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული  სარდლობის  ჟურნალისტმა საქართველოს გენერალური შტაბის უფროსთან ინტერვიუ ჩაწერა.

Print