საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
  • fb
  • y
  • fli
  • tw
  • +995 032 2 723535
  • საქართველოს თავდაცვის
    სამინისტრო
  • Ministry of Defence of
    Georgia
25 ივლისი 2016

აერომობილური სწავლება II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეით ბატალიონში

საქართველოს შეიარაღებული ძალების II  ქვეითი ბრიგადის  23-ე ქვეით ბატალიონში   აერომობილური სწავლება გაიმართა. კურსი ორიენტირებული იყო იმ უნარ-ჩვევების დახვეწაზე, რომელსაც საბრძოლო მოქმედებების დროს გადამწყვეტი როლი ენიჭება.

რვადღიანი სწავლების ფარგლებში  პირადმა შემადგენლობამ  ვერტმფრენის გამოძახება, რელიეფის გათვალისწინებით დასაფრენი ადგილის მონიშვნა, უსაფრთხოების ორგანიზება, ჩასხდომა-ჩამოქვეითება, ათეულის ზომის ქვედანაყოფის ერთი ადგილმდებარეობიდან მეორე ადგილმდებარეობაზე გადასროლა და დაჭრილთა საჰაერო ევაკუაცია შეისწავლა.

გეგმურ სწავლებაში  ბატალიონის  პირადი შემადგენლობა  სრულად მონაწილეობდა, მოქმედებების შესრულების დროს მათ საჰაერო ძალების სარდლობის UH-1H ვერტმფრენები გამოიყენეს.

„სწავლება დაგეგმილი იყო ამოცანაზე ორიენტირებული აუცილებელი უნარ-ჩვევების დასახვეწად.  ბატალიონის ახალწვეული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მხოლოდ რამოდენიმე კვირას ითვლიან ჩვენს რიგებში, თვისობრივად ახალ  საჭირო უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ.  იმედი გვაქვს, რომ საჰაერო ძალების დახმარებით, მსგავს  სწავლებებს პერიოდულად, გეგმის მიხედვით,  ეფექტიანად  ჩავატარებთ საბრძოლო მომზადების დონის ამაღლების მიზნით“, - განაცხადა 23-ე ქვეითი ბატალიონის შტაბის უფროსმა, მაიორმა დავით თევზაძემ.

Print